სამედიცინო თარგმნის ფასები
რა ღირს სამედიცინო დოკუმენტის თარგმნა?


სამედიცინო თარგმანის ფასი ერთ-ერთი პირველი და უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენი კლიენტებისთვის. ჩვენი მიზანია, შემოგთავაზოთ გამჭვირვალე და სამართლიანი ფასების პოლიტიკა. ვინაიდან თითოეული სამედიცინო დოკუმენტი უნიკალურია, საბუთების თარგმნის ფასი რამდენიმე მთავარ ფაქტორზეა დამოკიდებული.
ამ გვერდზე დეტალურად განვმარტავთ, თუ რა განაპირობებს სამედიცინო საბუთების თარგმნის ღირებულებას და როგორ შეგიძლიათ მიიღოთ ზუსტი კალკულაცია თქვენი დოკუმენტისთვის.
ფასწარმოქმნის ძირითადი ფაქტორები:
1. დოკუმენტის მოცულობა
თარგმანის ფასი პირველ რიგში დამოკიდებულია დოკუმენტის მოცულობაზე, რომელიც ითვლება სიმბოლოთა რაოდენობის მიხედვით (1 გვერდი = 1800 სიმბოლო). ეს მაჩვენებელი წარმოადგენს საბაზისო ტარიფს, რის საფუძველზეც ხდება საბოლოო ღირებულების გამოთვლა.
2. ტექსტის სირთულე და სპეციფიკა
ყველა სამედიცინო ტექსტი ერთნაირი არ არის. მაგალითად, ფორმა 100-ის თარგმნის ფასი შეიძლება განსხვავდებოდეს რთული, სპეციფიკური ტერმინოლოგიით დატვირთული კლინიკური კვლევის თარგმანისგან. რაც უფრო რთული და სპეციალიზებულია ტექსტი, მით მეტ დროსა და კვალიფიკაციას მოითხოვს მისი ზუსტი თარგმნა.
3. შესრულების ვადა
თუ დოკუმენტი გადაუდებელი საჭიროებისაა, სტანდარტული სერვისის გარდა, გთავაზობთ სასწრაფო სამედიცინო თარგმანს. ამ შემთხვევაში, ღირებულება იზრდება, რადგან თქვენს შეკვეთას ენიჭება უმაღლესი პრიორიტეტი და მოითხოვს ჩვენი გუნდის მყისიერ რეაგირებას, ხშირად სამუშაო საათების მიღმაც კი.
4. დამატებითი სერვისები: ნოტარიუსი და კურიერი
თუ თარგმანთან ერთად ნოტარიული დამოწმებაც გესაჭიროებათ, ჩვენ ვუზრუნველყოფთ სრულ იურიდიულ პროცესს თქვენი დროის დაზოგვის მიზნით. გარდა ამისა, მზა და დამოწმებულ დოკუმენტს საკურიერო სერვისით პირდაპირ თქვენს მისამართზე გამოვაგზავნით. ამ მომსახურებების ფასი ცალკე განისაზღვრება და ემატება თარგმანის ძირითად ღირებულებას.
რას იღებთ მომსახურების საფასურად?
ჩვენი სამედიცინო თარგმანის ფასი არ მოიცავს მხოლოდ ტექსტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის ღირებულებას. დოკუმეტის თარგმნის ღირებულება მოიცავს სერვისს, რომელიც სცდება სტანდარტულ თარგმანს. თქვენ იხდით სიზუსტეში, რომელსაც მხოლოდ რეალური სამედიცინო გამოცდილება უზრუნველყოფს.
თარგმანი პრაქტიკოსი ექიმების ზედამხედველობით: თითოეულ თარგმანზე მუშაობს არა მხოლოდ პროფესიონალი ლინგვისტი, არამედ პრაქტიკული კლინიკური გამოცდილების მქონე სამედიცინო სპეციალისტი. ჩვენ ზუსტად გვესმის ურთლესი სამედიცინო პრინციპების კონტექსტი, ნიუანსები და ტერმინოლოგია, რასაც მხოლოდ თეორიული ცოდნა ვერ უზრუნველყოფს.
რედაქტირების და კორექტირების სერვისი: თქვენი დოკუმენტი გადის ორმაგ შემოწმებას. ლინგვისტური კორექტურის შემდეგ, მას ამოწმებს დარგის სპეციალისტი, რაც გამორიცხავს უზუსტობას და უზრუნველყოფს ტერმინოლოგიის 100%-იან შესაბამისობას.
კონფიდენციალურობის გარანტია: ჩვენ გვესმის სამედიცინო ინფორმაციის სენსიტიურობა. თქვენი დოკუმენტაცია დაცულია ორმაგი გარანტიით: როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობით, ისე სამედიცინო ეთიკის უმაღლესი სტანდარტებით.
ელ-ფოსტა:
info@samedicino-targmani.ge ; targmani@hotmail.com
8500 +
კმაყოფილი კლიენტი
15 +
დარგის სპეციალისტი
ტელ:
გთხოვთ გამოგვიგზავნეთ დოკუმენტები Whatsapp/Viber-ზე, ელ-ფოსტაზე ან ფეისბუქზე. ასევე შეგიძლიათ გამოიყენეთ მარჯვნივ მოცემული დოკუმენტის გამოგზავნის ფუნქცია.
დაგვიკავშირდით!
მზია თუჯიშვილი
ბავშვთა ნევროლოგი, American Hospital Tbilisi-ს პედიატრიული ნევროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი.

მანანა გურგენიძე
Medipol-ის საქართველოს ფილიალის გენერალური დირექტორი

samedicino-targmani.ge
საერთაშორისო სტანდარტის სამედიცინო თარგმანი 31+ ენაზე.
✉️ info@samedicino-targmani.ge
© 2025. ყველა უფლება დაცულია.
