სამედიცინო თარგმანი ინგლისურად


რა ტიპის სამედიცინო დოკუმენტებს ვთარგმნით ინგლისურ ენაზე?
ჩვენ ვმუშაობთ ნებისმიერი სირთულისა და ტიპის სამედიცინო საბუთებზე. ქვემოთ მოცემულია ჩვენი სერვისების არასრული ჩამონათვალი:
სამედიცინო დასკვნების თარგმნა ინგლისურად (ეპიკრიზი, დიაგნოზი)
ფორმა 100 ინგლისურად (ჯანმრთელობის ცნობის თარგმნა ინგლისურ ენაზე)
რადიოლოგიური კვლევების თარგმნა ინგლისურად (MRI, CT, PET, PET/CT და სხვ.)
ლაბორატორიული ანალიზების შედეგების თარგმნა ინგლისურ ენაზე
ჰისტომორფოლოგიური და ბიოფსიის დასკვნების თარგმნა ინგლისურად
რეცეპტების და წამლის ინსტრუქციების თარგმნა ინგლისურ ენაზე
სამედიცინო სტატიების და კვლევების თარგმნა ინგლისურად
სადაზღვევო დოკუმენტაციის თარგმნა ინგლისურად
თარგმნა და ნოტარიული დამოწმება ინგლისურ ენაზე
ნებისმიერი სხვა ინგლისური დოკუმენტების თარგმანი
ხშირად დასმული კითხვები:
როდის არის საჭირო სამედიცინო თარგმანი ინგლისურად?
საბუთების თარგმნა ინგლისურად საჭიროა სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის:
საზღვარგარეთ მკურნალობისთვის (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროპის ქვეყნები)
საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიებისთვის
სავიზო განაცხადებისთვის (მათ შორის, ფორმა 100-ის თარგმნა ინგლისურად)
უცხოელი ექიმისგან მეორე მოსაზრების (Second Opinion) მისაღებად
საზღვარგარეთ სწავლის ან მუშაობისთვის საჭირო ჯანმრთელობის ცნობები და სხვ.
რატომ არის ჩვენი ინგლისური სამედიცინო თარგმანი ყველაზე სანდო?
სამედიცინო დოკუმენტაციის თარგმნისას, სტანდარტული ლინგვისტური სიზუსტე საკმარისი არ არის. ჩვენ ვართ ერთადერთი კომპანია ქართულ ბაზარზე, რომელიც გთავაზობთ უნიკალურ, რამდენიმე ეტაპიან შემოწმების სისტემას. ეს არის გარანტია, რომ თქვენი ინგლისური სამედიცინო დოკუმენტაცია ითარგმნება 100%-ანი სიზუსტით. ექიმის მიერ რედაქტირება: ყველა ნათარგმნ ტექსტს დამატებით ამოწმებს პრაქტიკოსი ექიმი, რომელსაც ზედმიწევნით ესმის ინგლისური სამედიცინო ტერმინოლოგია.
ორმაგი შემოწმების სისტემა: სამედიცინო დოკუმენტის თარგმანს თავდაპირველად ასრულებს დიპლომირებული მთარგმნელი, რის შემდეგაც მას სრულად ამოწმებს, ასწორებს და საბოლოო სახეს აძლევს მოქმედი, პრაქტიკოსი ექიმი-სპეციალისტი, რომელიც სრულყოფილად ფლობს ინგლისურ სამედიცინო ტერმინოლოგიას.
სიზუსტის გარანტია: ჩვენი მეთოდი უზრუნველყოფს არა მხოლოდ ლინგვისტურ სისწორეს, არამედ კლინიკური შინაარსის აბსოლუტურ სიზუსტეს, რაც გადამწყვეტია უცხოელ ექიმებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან კომუნიკაციისას.
სრული კონფიდენციალურობა: თქვენი პერსონალური და სამედიცინო ინფორმაციის უსაფრთხოება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია.
ნოტარიული დამოწმება: საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველვყოფთ ნათარგმნი დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებას ოფიციალური წარდგენისთვის.
ინგლისური ენა საერთაშორისო ჯანდაცვის სისტემის გასაღებია. გჭირდებათ ინგლისურენოვანი სამედიცინო დოკუმენტაციის ზუსტი და სანდო თარგმანი? ჩვენი გუნდი გთავაზობთ უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო თარგმანს ინგლისურად, რომელიც მთლიანად შემოწმებულია კვალიფიციური ექიმების მიერ. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს თქვენი სამედიცინო დოკუმენტაციის სრულ შესაბამისობას უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან.
რა არის სამედიცინო დოკუმენტის თარგმნის ფასი ინგლისურ ენაზე?
ინგლისური სამედიცინო საბუთების თარგმნის ფასი დამოკიდებულია დოკუმენტის სირთულესა და მოცულობაზე. ზუსტი ფასის განსასაზღვრად, გთხოვთ გამოგვიგზავნეთ დოკუმენტები შესაფასებლად.
რა დრო სჭირდება თარგმნას?
ინგლისური სამედიცინო დოკუმენტების თარგმნის სტანდარტული ვადაა 1-2 სამუშაო დღე. სასწრაფო შეკვეთებისთვის გვაქვს დაჩქარებული თარგმნის მომსახურება.
აუცილებელია თუ არა ინგლისურად ნათარგმნი საბუთების ნოტარიული დამოწმება?
ნოტარიული დამოწმების საჭიროება დამოკიდებულია მიმღებ ორგანიზაციაზე. მაგალითად, საელჩოები ან უნივერსიტეტები ხშირად ითხოვენ ნოტარიულად დამოწმებულ თარგმანს. ჩვენ გთავაზობთ სრულ სერვისს, რომელიც მოიცავს როგორც თარგმნას, ისე ნოტარიულად დამოწმებას ინგლისურ ენაზე.
გჭირდებათ ზუსტი და სანდო სამედიცინო თარგმანი იგნლისურ ენაზე?
დაგვიკავშირდით დღესვე და მიიღეთ უფასო კონსულტაცია და თქვენს დოკუმენტზე მორგებული ფასი.
samedicino-targmani.ge
საერთაშორისო სტანდარტის სამედიცინო თარგმანი 31+ ენაზე.
✉️ info@samedicino-targmani.ge
© 2025. ყველა უფლება დაცულია.
